ნინო წილოსანი – მარტა კოსის განცხადებაზე: დასაფინანსებლად არანაირი გზების ძებნა არ არის საჭირო – საჭიროა, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და საქართველოს სახელმწიფომ იცოდეს რაში და როგორ იხარჯება თანხა
დასაფინანსებლად არანაირი გზების ძებნა არ არის საჭირო. საჭიროა, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და საქართველოს სახელმწიფომ იცოდეს რაში და როგორ იხარჯება თანხა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელები პირდაპირ აღნიშნავენ, რომ მათ სურთ კანონის გვერდის ავლით დააფინანსონ ენჯეო სექტორი.
„ენჯეო სექტორის ძირითადი საქმიანობა არის სიძულვილის, არეულობის და გადატრიალების მცდელობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის აძლევს ევროკავშირი ფულს.