ალიასკის მახლობლად მამონტები სასმელი წყლის უკმარისობის გამო გადაშენდნენ

ალიასკის მახლობლად, წმინდა პავლეს კუნძულზე, მამონტები 5 ათასი წლის წინ სასმელი წყლის უკმარისობის გამო გადაშენდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამერიკელი პალეონტოლოგების აზრით, ბერინგის ზღვის ნაპირზე მცხოვრებ მამონტებს მტკნარი წყლისადმი წვდომა ჰავის დათბობის გამო შეეზღუდათ, ვინაიდან ტემპერატურის მატებამ კუნძულის ტბები გადააშრო. იმ მიდამოებში მამონტების უდიდესი ნაწილი 10,5 ათასი წლის წინ გადაშენდა, მაგრამ წმინდა პავლეს კუნძულზე მათ კიდევ 5 ათასი წელი გაძლეს. მამონტების ბოლო პოპულაცია კი ვრანგელის კუნძულზე, რუსეთის სანაპიროს მახლობლად გადაშენდნენ. ეს დაახლოებით 4 ათასი წლის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები