Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის იდეა უკრაინის ევროკავშირში ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულ წევრობას იმსახურებს.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ კიევი არ არის მზად, ევროპული ინტეგრაციის საკითხში სანახევრო ზომები მიიღოს.

„ჩვენ არასდროს განვიხილავდით წევრობას, როგორც გაწევრიანებას რაღაც „ნახევარ-კავშირში“, – დაწერა ზელენსკიმ წერილში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ქრისტოდულიდისს გაეგზავნათ.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკის გერმანიის ლიდერი სახელით არ უხსენებია, თუმცა თავის წერილში მან არაერთხელ უარყო „ნაწილობრივი გადაწყვეტილებები“ და გააფრთხილა, რომ ბლოკის გაფართოებასთან დაკავშირებული მერყეობა რუსეთის მიერ აღქმული იქნება, როგორც სისუსტე.

თავის წერილში უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი კიევის ევროპისგან მოწყვეტას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები