ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ “იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მათი სლოგანი, რომ „საქართველო იმსახურებს უკეთესს“.

“გულწრფელად, ვერ ვიტყვი, რომ ეს ოპოზიციაა. არ არის ეს ოპოზიცია. ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ მათი სლოგანი, რომ „საქართველო იმსახურებს უკეთესს“.

საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს იმ აგენტურას, იმ სახეებს, იმ წარსულის მქონე ადამიანებს, რომლებმაც გუშინ აქცია ჩაატარეს.

რეალურად ვისაუბროთ რა დღეზე გვაქვს საუბარი, 26 მაისზე – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, ერთიანობის, ისტორიულ დღეზე. შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის დაბადების დღეზე, რომელიც არის ყველასი. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, სამშობლოზე შეყვარებული ყველა ადამიანისთვის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები