ონში, პოეტ ანა ერისთავის მერვე საავტორო წიგნის „სტუმრად წუთისოფელში“ პრეზენტაცია გაიმართა
ქალაქ ონში მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრის, პოეტ ანა ერისთავის რიგით მერვე საავტორო წიგნის „სტუმრად წუთისოფელში“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ონის მერია ავრველებს.
კრებული აერთიანებს პროზას და პოეზიას.
“ანა ერისთავის მიერ წლების მანძილზე განცდილ-ნაფიქრალი თავმოყრილია პოეტის ლექსებში თუ მოთხრობებში, მისი შემოქმედება სავსეა სიყვარულით, სულიერი ღირებულებებით, ქართული ტრადიციებისადმი ერთგულებით”- აღნიშნა შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ.
ღონისძიებაზე წიგნის ავტორმა წაიკითხა რამდენიმე ნაწარმოები კრებულიდან, მათ შორის ბოლო დროს დაწერილი ლექსები.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის დეკანოზი- ნოე კერესელიძე, მწერალთა კავშირის წევრი გერმანე თურქაძე ”საზანოელი”, რაჭა-ლეჩხუმ – სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ელენე მაისურაძე.