დავით მათიკაშვილი: ჩვენი ამოცანა არის მყარად ფეხზე მდგარი, ეკონომიკურად ძლიერი ქართული ოჯახი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

ჩვენი პოლიტიკა არის ღია. ჩვენი პოლიტიკა არის რეგიონული მასშტაბით, ჩვენს მეზობლებთან საუკეთესო ურთიერთობა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მათიკაშვილმა, ასევე, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკაზე ისაუბრა.

“ჩვენი პოლიტიკა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან არის იგივე, რაც იყო აქამდე. ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, ოკუპაციის ქვეშ ვართ, ამიტომ ვერანაირი პოლიტიკური ურთიერთობა მათთან ვერ გვექნება. ოკუპაციის საკითხი დასასრულებელია და შემდეგ კი ბატონო. ჩვენი პოლიტიკური ვექტორი და პოლიტიკური განაცხადი გვაქვს გაკეთებული. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი არის საშუალება. ჩვენი ამოცანა არის მყარად ფეხზე მდგარი, ეკონომიკურად ძლიერი ქართული ოჯახი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის უძირითადესი მიზანი, რის განსახორციელებლადაც ისწრაფვის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება” და ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები