თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც სლოგანის თავად შექმნას და საზოგადოებისთვის შეთავაზებას – ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს – „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს.
„როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე და კონკრეტულად, ბლაჟევიჩზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს”, – განაცხადა ჭეიშვილმა.