რეკორდული ჯეკპოტი: ჩეხეთში კაცმა ლატარიაში 120 მილიონი ევრო მოიგო
ჩეხეთში ლატარიაში 120 მილიონი ევრო გათამაშდა – ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტია.
ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Idnes წერს.
კანონის თანახმად, Eurojackpot-ის ორგანიზატორი ვალდებულია, სამშაბათს ჩატარებული გათამაშებიდან 60 დღის განმავლობაში მოგებული თანხა მთლიანად გადარიცხოს გამარჯვებულის საბანკო ანგარიშზე.
მოგებულ თანხაზე 15%-იანი გადასახადი სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხება, რაც დაახლოებით 18 მილიონ ევროს შეადგენს.
ქვეყანაში წინა რეკორდული მოგება 2015 წლის მაისში დაფიქსირდა. ჩეხმა Eurojackpot-ის ბილეთით 2.47 მილიარდი კრონი (დაახლოებით 100 მილიონი ევრო) მოიგო.