გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა

გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.

ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” პროკურატურაში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, პროკურატურის თანამშრომლებთან და ადვოკატთან ერთად იგი ექსპერტიზაზე გადაჰყავთ, სადაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მანამდე ადვოკატზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველების მიერ ნაცემი პირი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მუშაობს, დაკავებული იყო 353-ე მუხლით, რაც პოლიციელზე ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები