დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს

“შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით,” – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ განაცხადა.

„საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. მთლიანობაში შეხვედრა იყო საქმიანი, გულთბილი და იმედის მომტანი, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება ითქვას, რომ ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადავიდა. საპატრიარქოს მხრიდან გაცხადდა, რომ საპატრიარქო მზად არის, ჰქონდეს კავშირი და უშუალო ურთიერთობა მხარესთან, რომელსაც აინტერესებს საქართველოში ეკლესიის ცხოვრება”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები