არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს – ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვყავს რეალურად ოპოზიცია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ეყვარება, მცირე გამონაკლისების გარდა”, – განაცხადა გორდულაძემ.