ირაკლი კირცხალია: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს
ვნახეთ ამ ე.წ. ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები – აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000-3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.
“როდესაც ნიკა გვარამია, ვაშაძე, ჩერგოლეიშვილი, ეს აგენტურა უდგას სათავეში ნებისმიერ პარტაქტივს, არ ვიცი რომელი დანაყოფებიდან ჰყავდათ შეკოწიწებული 2 000-3 000 კაცამდე პარტაქტივი, ყველა იდეა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქვეყანასთან, სამშობლოსთან, დემოკრატიასთან, წინსვლასთან, ადამიანის უფლებებთან ამორალურია ამ ადამიანებთან. ერთია ვინ უდგას ამ აქციებს სათავეში და მეორეა რა უდევს ამ აქციას საძირკველში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.