ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 25-მა გემმა, მათ შორის ნავთობის ტანკერებმა, გაიარა ჰორმუზის სრუტეში, მას შემდეგ, რაც მისი საზღვაო ფლოტისგან ნებართვა და უსაფრთხოების კოორდინაცია მიიღეს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიIRGC-ის საზღვაო ძალებმა აღნიშნეს, რომ გემები, რომელთა შორის იყო საკონტეინერო ხომალდებიც, სტრატეგიულ საწყლოსნო გზაზე „გასული დღე-ღამის“ განმავლობაში გადაადგილდნენ, რაც მათი ძალების მიერ უზრუნველყოფილი კოორდინაციითა და უსაფრთხოებით განხორციელდა.
IRGC-ის საზღვაო ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე ე.წ. „ინტელექტუალურ კონტროლს“ ინარჩუნებენ და გაფრთხილება გამოსცეს, რომ „აგრესიის ნებისმიერ აქტს გამანადგურებელი დარტყმა მოჰყვება“.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო გადაზიდვების ბლოკ-პუნქტია, სადაც გლობალური ნავთობისა და გაზის მარაგების მნიშვნელოვანი წილი გადის.