„იმ მინისტრებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, თანამდებობები 8 სექტემბერს უნდა დატოვონ“

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დირექტორის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, იმ მინისტრებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, თანამდებობები 8 სექტემბერს უნდა დატოვონ, კერძოდ კი არჩევნების დაწყებამდე 1 თვით ადრე.
რაც შეეხებათ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, ბოჟაძის განცხადებით, მათ მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნიათ და მთელი საარჩევნო პერიოდის მანძილზე შეეძლებათ, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოონ. მათ შორის არიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები, ასევ არჩეული მერები და გამგებლები და საკრებულოს წევრებიც, რადგანაც ისინიც ითვლებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებად.
ბოჟაძის განცხადებით, სავარაუდოდ, ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი ხელს მოაწერს კონტრასიგნაციის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, რომ საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები