ვახტანგ ძაბირაძე ჯანელიძე – ლავროვის შეხვედრაზე: არ მიმაჩნია სწორად, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს დერეფანში შეხვდნენ

რუსეთთან მიმართებაში, ქართულმა ხელისუფლებამ რიტორიკა შეცვალა და ის, რომ აღარ წივიან და კივიან ისე, როგორც ადრე, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, სწორია,- ასე გამოეხმაურა კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ჯანელიძე-ლავროვის შესაძლო შეხვედრას, თუმცა, როგორც მან დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა, მართლაც, გაიმართება, ის კარგად უნდა დაიგეგმოს, რადგანაც, საგარეო საქმეთა მინისტრების მხოლოდ დერეფანში შეხვედრას და ჭიქა ღვინის დალევას, აზრი არ ექნება.
„არ მიმაჩნია სწორად, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს დერეფანში შეხვდნენ, საგარეო უწყების პირებს შორის გამართული შეხვედრა კარგად მომზადებული უნდა იყოს. ჰაი ჰარალედ გამართული შეხვედრა კი, სადაც სერიოზული განსჯის საკითხები არ იქნება განხილული, შედეგის მომტანი არ იქნება. მე ვემხრობი ხელისუფლების და „ქართული ოცნებას“ პოლიტიკას, იმ კუთხით, რომ მოხდეს არაღიარების შენარჩუნება, იგივე, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ან ჟენევის მოლაპარაკებებით. რიტორიკა ნამდვილად შეცვალა ხელისუფლებამ, არ წივიან და არ კივიან ისე, როგორც ადრე იყო, თუმცა, როდესაც საუბარია შემდგომ ნაბიჯზე – მოდი, თითო ჭიქა ღვინო ან არაყი და დავამთავროთ – ეს არ მიმაჩნია სწორად“,-განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები