პაატა ბურჭულაძის მრჩეველი გიორგი თარგამაძის ფონდის ერთ-ერთ ლიდერად დანიშვნას უარყოფს

პაატა ბურჭულაძის მრჩეველი სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, აგიტ მირზოევი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ბურჭულაძის ფონდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თარგამაძე იქნება.
როგორც მან დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მარზოევის განცხადებით, თარგამაძეს ფონდისთვის გაწევრიანების სურვილით არ მოუმართავს და ამასთან დაკავშირებით არც კონსულატციები ყოფილა.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ყოველ შემთხვევაში, რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მას არ მოუმართავს პაატა ბურჭულაძის ფონდისთვის გაწევრიანების მოთხოვნით და, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი ცრუ ინფორმაციის საფუძველზე აგორდა. სიღრმისეული ანალიზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა მირზოევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები