სოფიო ხორგუანი – ირაკლი ალასანია ძალიან არაბუნებრივია

უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სუბიექტები ამომრჩევლებთნ ურთიერთობისას დღესაც იგივე შეცდომებს უშვებენ, რასაც მანამდე.
როგორც მან დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია მისი აგრესიული განცხადებების გამო, ძალიან არაბუნებრივია, მაშინ, როდესაც მანამდე მისი ნიშა ზომიერება და პრაგმატული განცხადებების კეთება იყო.
„ერთადერთი, რამაც შემაშფოთა, ის არის, რომ პოლიტიკოსები ისევ ისე მოქმედებენ და იგივე შეცდომებს უშვებენ, როგორც ადრე. ირაკლი ალასანია ძალიან არაბუნებრივია. მისი ნიშა იყო, რომ ყოველთვის ზომიერი და დავარცხნილი განცხადებები ჰქონოდა – მშვიდი იყო და პრაგმატულ განცხადებებს აკეთებდა. ამ ბოლო დროს კი ძალიან აგრესიულ განცხადებებს აკეთებს და ეს ძალიან არაბუნებრივია. არ ვიცი, ვინ ურჩია ასეთი სტრატეგია. მათ, ვინც დღეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში არიან, აქვთ გამოკვეთილად აგრესიული კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. მაშინ, როდესაც ყველა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იყო, მაგრამ მაშინ სხვა მოცემულობა იყო და ამან იმუშავა, თუმცა დავინახეთ ისიც, თუ რა პრობლემები შექმნა ამან კოალიციის პარლამენტში მოხვედრის შემდეგ“,-განაცხადა ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები