“მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტს, სად მისცემს ჩვენებას“

    “მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტს, სად მისცემს ჩვენებას, ის არ ადგენს წესებს, ის აღარ არის პრეზიდენტი, რომელიც ყველაფერში წესებს ადგენდა, -ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მზაობას.
“მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტს, სად მისცემს ჩვენებას, ის არ ადგენს წესებს, ის აღარ არის პრეზიდენტი, რომელიც ყველაფერში წესებს ადგენდა. მას, როგორც მოწმეს, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება. სასამართლოში იქნება დაკითხული თუ მანამდე, მრავალი შესაძლებლობიდან, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, გადაწყვეტილებას თანდათანობით მიიღებს პროკურატურა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები