კირ სტარმერი აცხადებს, რომ ტრამპთან შეხვედრა შესაძლოა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ისტორიული ნაბიჯი იყოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა შესაძლოა ისტორიული ნაბიჯი იყოს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის.

„ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ, ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ამ შეხვედრიდან მომდინარეობს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების კუთხით“, – აღნიშნა სტარმერმა თეთრ სახლში ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას.

ბრიტანეთის ლიდერის თქმით, ტრამპის მიერ „[ნატოს] მეხუთე მუხლის სტილის“ უსაფრთხოების გარანტიებზე მინიშნება შეესაბამება იმ სამუშაოს, რომელსაც „მსურველთა კოალიცია“ – უკრაინის მთავარი ევროპელი მოკავშირეები – ბოლო თვეების განმავლობაში ახორციელებს.

მანვე დასძინა, რომ კოალიცია „მზადაა, გადადგას ნაბიჯი“, როდესაც საქმე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები