საგამოძიებო სამსახურის უფროსმა – მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრები ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გამართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა – მიხეილ მაღლაკელიძემ, რეგიონული შეხვედრის ფარგლებში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრაზე  საგამოძიებო სამსახურის უფროსმა რეგიონული სამმართველოების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებთან, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილეებთან ერთად, ზუგდიდში ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობაც მოინახულა. ახალი რეგიონული ოფისი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უზრუნველყოფს საგამოძიებო სამსახურის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.

რეგიონებში გამართულ შეხვედრებს, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები