გურამ მაჭარაშვილი კომისიის დასკვნაზე: დოკუმენტი გახდება სახელმძღვანელო არა მარტო მომავალი თაობების, არამედ, არსებული თაობებისთვის, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა არათუ ხელისუფლებაში, არამედ, საერთოდ, პოლიტიკაში
,,ეს არის ისტორიული დასკვნა. თამამად ვიტყვი, რომ არ არსებობს საქართველოს უახლეს კი არა, ზოგადად ისტორიაში, ისეთი სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი საპარლამენტო დონეზე, რომელსაც მოჰყვა პრაქტიკული შედეგები ქართულ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნა იქნება იმ ხარისხის და ისეთი ისტორიული მნიშვნელობის, რომელიც თაობებისთვის გახდება სახელმძღვანელო, რომლითაც საზოგადოება გაიგებს, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა.
“შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დოკუმენტი იქნება იმ ხარისხის და ისეთი ისტორიული მნიშვნელობის, რომელიც გახდება სახელმძღვანელო არა მარტო მომავალი თაობების, არამედ, არსებული თაობების, რომელიც იქნება საფუძველი იმის, რომ თაობები გაიგებენ, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა არათუ ხელისუფლებაში, არამედ, საერთოდ, პოლიტიკაში, იმიტომ, რომ ეს არის პრაქტიკული მაგალითი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.