ზელენსკი: უკრაინელები მხარს უჭერენ ტრამპის გეგმებს, დაასრულოს ომი დიპლომატიური გზით
ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, შევაჩეროთ რუსეთი, – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილავს თუ არა ტერიტორიის დათმობას.
ზელენსკის თქმით, უკრაინელები ძლიერები არიან და ისინი მხარს უჭერენ ტრამპის გეგმებს, დაასრულოს ომი დიპლომატიური გზით.
როგორც მან აღნიშნა, სურს სამმხრივი შეხვედრა ჰქონდეს აშშ-ის პრეზიდენტთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.