„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს

„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად, „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.

„ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, სოფლები“ – ეს არის ორი პოლიტიკური პარტიის საერთო ლოზუნგი 4 ოქტომბრის არჩევნებზე.

შეგახსენებთ, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გასულ თვეში გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები