აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოვალურ კაბინეტში ერთმანეთს ხვდებიან და ჟურნალისტებს მიმართავენ.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის დღეს აშშ-ში ყოფნისთვის და განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების კუთხით „პროგრესი მიიღწევა“.
მისი თქმით, პუტინთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა და „დიდი ალბათობით, აქედან რაღაც გამოვა“.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ის დედაქალაქში შვიდი მსოფლიო ლიდერიც იმყოფება და ზელენსკისთან საუბრის შემდეგ მათ შეხვდება.