ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ თავიანთ განვითარებაზე და მათ არ ექნებათ ცუდი საკლასო ოთახი და სახიფათო გარემო, – ამის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების“ მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა, ლადო ჯურხაძემ განაცხადა.
ლადო ჯურხაძის თქმით, ხონის მუნიციპალიტეტში განვლილი 8 წლის მიუხედავად დარჩენილია გამოწვევები, რომლებსაც შემდგომი 4 წლის განმავლობაში პასუხი უნდა გაეცეს და გამოსწორდეს ის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.
„ძალიან პრიორიტეტული იყო ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება, რა მიმართულებითაც არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენს მიერ. 8 წლის განმავლობაში დაახლოებით 35 მილიონამდე ლარის ინვესტირება განხორციელდა. განვლილი რვა წლის განმავლობაში არაერთ გამოწვევას გაეცა პასუხი, თუმცაღა, რა თქმა უნდა, გამოწვევები დარჩენილია, რომლებსაც ანალოგიური ქმედებებით სჭირდება პასუხის გაცემა და გამოსწორება იმ პრობლემებისა, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, – აცხადებს ლადო ჯურხაძე.