თეთრ სახლში ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა და ევროპელმა ლიდერებმა საერთო ფოტოსურათი გადაიღეს.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობენ: გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.