თენგიზ შარმანაშვილი კომისიის დასკვნაზე: ჩვენს შემდგომ ვინც გააკეთებს ასეთ დასკვნას ამაზე ქვემოთ ვეღარ ჩამოვა, ეს თამასა უკვე ძალიან მაღლა არის გადებული, რაც ჩვენი სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა

,,მართლა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი კომისიის თავმჯდომარის უზარმაზარ გამოცდილებას და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ტიპის დასკვნების სტანდარტმა აიწია. უკვე ჩვენს შემდგომ ვინც გააკეთებს ასეთ დასკვნას ამაზე ქვემოთ ვეღარ ჩამოვა, ეს თამასა უკვე ძალიან მაღლა არის გადებული, ეს ჩვენი სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა. ეს გააკეთა ქალბატონმა თეამ და ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა”,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით სხდომაზე კომისიის წვერმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ასე ცალკეულად ყველაფრის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ბევრია ისეთი ფაქტი რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი სცოდნიათ.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰქონდა განცდა იმისა, რომ ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით, ეს ფაქტები, ხომ ის რაც ცნობილია, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ყოფილა. როდესაც ადამიანებს, პირადად ესაუბრები, პირადად ხდება მათი გამოკითხვა უფრო მძაფრად დგება შენს თვალწინ ის მასშტაბები, რასთან გაქვს საქმე და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ასე ცალკეულად ყველაფრის თაობაზე ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერიც არ გვცოდნია, ერთმანეთში ვსაუბრობდით შემდგომ, რომ ბევრი ფაქტი იყო ისეთი, რომელიც აქამდე არ ვიცოდი, მაგრამ მასშტაბია უკვე ეს ამ დასკვნაშიც არის ასახული და ყველა მიმართულებით ეს არის ძალიან მძიმე მასალა. ძალიან მძიმე წუთები გავიარეთ ყველამ ერთად აქ და გავიაზრეთ რასთან გვქონდა თურმე საქმე. დავეთანხმები სოზარს და ვიტყვი, რომ მნიშვნელობა მხოლოდ იმიტომ კი არ აქვს, რომ შევაფასოთ რაც მოხდა, მთავარი არის ის, რომ ეს საქართველოში არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს. მხოლოდ ამისთვისაც კი ღირდა ამ კომისიის შექმნა, რათა ჩვენ ამ ყველაფრისთვის თავი ერთად მოგვეყარა, რათა სამომავლოდ ჩვენმა არც საზოგადოებამ და არცერთმა ჩვენგანმა აღარ დავუშვათ ამის განმეორება ჩვენს ქვეყანაში.“- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები