“ვტესტავთ დედაქალაქის თბილისიდან ქუთაისში გადატანის შესახებ იდეას; თუ დავინახეთ, რომ ქუთაისში ეს ინტერესი მართლა არსებობს, ალბათ, იქ ვიქნები მერობის კანდიდატი” – ხვიჩია

“ჩვენ ახლა ვტესტავთ იდეას დედაქალაქის თბილისიდან ქუთაისში გადატანის შესახებ და ველოდებით, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია ამაზე, განსაკუთრებით ქუთაისლების. თუ დავინახეთ, რომ ქუთაისში ეს ინტერესი მართლა არსებობს და ხალხს მართლა უნდა დედაქალაქის ფუნქცია შეიძინოს ამ ქალაქმა, მთლიანად ვცვლით საარჩევნო სტრატეგიას და მნიშვნელოვანი ცენტრი საარჩევნო კამპანიის იქნება ქუთაისი”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში მეც კანდიდატი ალბათ ქუთაისში ვიქნები, მაგრამ თუ არ იქნა ისეთი აქტივობა, როგორსაც ვვარაუდობთ და თუ დავინახეთ, რომ ისეთი წარმატებით არ მიდის და ქუთაისელებს ძალიან არ უნდათ საქართველოს დედაქალაქი იყოს მათთან, მაშინ, რასაკვირველია, როგორც სხვა პარტიების შემთხვევაში, ძირითადი ბრძოლის ცენტრი იქნება თბილისი. ახლა მხოლოდ სტრატეგიას ვტესტავთ და ვუყურებთ ჩვენი კოლეგების მოქმედებებს, როგორ მოიქცევიან, რომ ამის მიხედვით დავაკორექტიროთ ჩვენი გეგმა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები