ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კრემლის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

„ის ჩემს ზარს ელის, როდესაც ამ შეხვედრას დავასრულებთ“, თქვა ტრამპმა.

მანვე დასძინა, რომ პარასკევს, 15 აგვისტოს პუტინს ირიბად ესაუბრა და ისინი დღეს, თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ სატელეფონო საუბარს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები