მაკრონი: როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ეს მთელ ევროპას ეხება
როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ეს ევროპის კონტინენტის მთელ უსაფრთხოებას ეხება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ფრიდრიხ მერცის კომენტარი, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებლობაა და თქვა, რომ ყველა ლიდერი ამ იდეას უჭერს მხარს.
მაკრონის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები გულისხმობს ძლიერ უკრაინულ არმიას „წლებისა და ათწლეულების განმავლობაში“ და ყველა იმ პირის ვალდებულებას, ვინც მოლაპარაკებების მაგიდასთან დგას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ.