ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.
მანამდე, თეთრ სახლში ნატოს გენერალური მდივანი და ევროპელი ლიდერები მივიდნენ.
როგორც ცნობილია, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ამასთან, ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი Fox News-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემს.