ბათუმში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა.

დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები