ტრამპი: აშშ უკრაინას ძალიან კარგ დაცვას და უსაფრთხოებას მისცემს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას „ძალიან კარგ დაცვას“ მისცემს.

კერძოდ, ტრამპს თეთრ სახლში ურაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე ჰკითხეს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების და ნატოს მსგავსი დაცვის მიცემის შესახებ.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს საკითხი ჯერ არ განხილულა, მაგრამ კიევს „ჩვენ ძალიან კარგ დაცვას და ძალიან კარგ უსაფრთხოებას მივცემთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები