ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით რეზოლუცია დღეს იქნება მიღწეული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეზოლუცია დღეს, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ იქნება მიღწეული.

„ვფიქრობ, დღეს თითქმის ყველაფერზე, მათ შორის, ალბათ, უსაფრთხოებაზეც, რეზოლუციას მივაღწევთ“, – თქვა ტრამპმა ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან მიმდინარე შეხვედრაზე.

თავისი გამოსვლის დასასრულს, ტრამპმა ზელენსკის უთხრა: „მე მაქვს განცდა, რომ თქვენ და პრეზიდენტი პუტინი რაღაცას მიაღწევთ. საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის ხალხის მიერ, პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმებით არის შესაძლებელი. და მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამისგან ძალიან კარგი რამ გამოვა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები