მერცი ტრამპს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს, რათა ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასარგებლო იქნება, თუმცა ხაზს უსვამს ცეცხლის შეწყვეტის სწრაფ აუცილებლობას.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტა, უახლოესი შეხვედრიდან“, – თქვა მან თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის მიმდინარე შეხვედრაზე.

როგორც მან აღნიშნა, ვერ წარმოუდგენია, რომ სამმხრივი შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის გარეშე გაიმართება.

ის მოუწოდებს ტრამპს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა დათანხმდეს ამას [ცეცხლის შეწყვეტას].

„ვნახოთ, როგორ გამოვა ეს და შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას“, – პასუხობს ტრამპი.

თუმცა, მანვე დასძინა, რომ ის ექვსი ომი, რომელთა მოგვარებასაც იგი თავის დამსახურებად მიიჩნევს, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები