ზელენსკიმ მელანია ტრამპს უკრაინის პირველი ლედის წერილი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში მიწვევისა და ომის შესაჩერებლად გაწეული პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ ვლადიმერ პუტინისთვის წერილის დაწერისთვის.

„ეს შენთვის არ არის, შენი ცოლისთვისაა“, – უთხრა ზელენსკიმ ტრამპს და ოლენა ზელენსკას მიერ აშშ-ის პირველი ლედისთვის გაგზავნილი წერილი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები