აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა ამერიკის ჯარების უკრაინაში გაგზავნა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.
„ამას გაგაგებინებთ, შესაძლოა, დღეს მოგვიანებით“, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპა მშვიდობის უზრუნველყოფაში ინიციატივას აიღებდა, მაგრამ აშშ ჩაერთვებოდა.
„ისინი თავდაცვის პირველი ხაზი არიან, რადგან ისინი იქ არიან, ეს ევროპაა. მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ. ასევე, ჩვენ ჩავერთებით“, – აღნიშნა მან.
„ახლა სხვა ოთახში გველოდებიან ადამიანები, ისინი ყველანი ევროპიდან არიან. ყველაზე დიდი ხალხი ევროპაში. და მათ სურთ დაცვა. ისინი ძალიან მტკიცედ არიან განწყობილნი ამის მიმართ და ამაში ჩვენ დავეხმარებით“, – დასძინა ტრამპმა ცოტა ხნის შემდეგ.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა“, – თქვა მან.
როგორც მან აღნიშნა, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნებოდა, ის ძალაში შევიდოდა.
„ვფიქრობ, თუ მშვიდობას მივაღწევთ, ეს იმუშავებს. ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა ტრამპმა.