“ძალიან სწორი კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა“

    ოღონდ ასოცირების ხელშეკრულება შედგეს და ვინც მოაწერს ხელს, მოაწეროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “პოზიცია” განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ხსენებულ საკითხზე გაკეთებულ კომენტარს იზიარებს.

“რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, ამის თაობაზე მსჯელობას რამდენჯერმე მოვკარი თვალი და შთაბეჭდილება მრჩება, თუ როგორ წელში გამართულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ კამათი არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოაწერს ხელს ამ დოკუმენტს. ძალიან მშვიდი და სწორი კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა. მე მივიღე და გავიზიარე მისი ეს კომენტარი, რომ რა დროს ამაზე ლაპარაკია. ღარიბაშვილის ეს მშვიდი და სწორი კომენტარი არავისთვის ყოფილა საინტერესო. საინტერესო იყო დებატები ამ თემაზე. ოღონდ ეს ხელშეკრულება შედგეს და ვინ მოაწერს ხელს, მე ვიქნები თუ მთავრობა, მოაწეროს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები