გედევან ფოფხაძე: ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს

სურვილის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს. აღნიშნულის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის შესაძლო შესყიდვის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ისეთივე მოქალაქეა, როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი მკვიდრი და თუკი მას რომელიმე აუქციონში მონაწილეობის მიღების სურვილი ექნება, მასაც აქვს უფლება, რაღაც იყიდოს, მით უმეტეს, რომ მას ამ ქვეყნისთვის ბევრი აქვს გაცემული. „თუ პროცედურებში ვინმე რამე ხარვეზს ხედავს, უნდა დაასაბუთოს”, – განაცხადა პარლამენტარმა. მიმდინარე კვირაში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები