შალვა რამიშვილის ადვოკატი დღეს პროკურატურაში მისვლას აპირებს

შალვა რამიშვილის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი დღეს პროკურატურაში მისვლას აპირებს. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მას აინტერესებს, რა რეაგირება მოჰყვა შალვა რამიშვილის განცხადებას, რომელიც შესაძლო დანაშაულის ნიშნების თაობაზე პროკურატურაში შეიტანეს.
მისივე განმარტებით, პროკურატურას განცხადების მიღებისთანავე უნდა მოეხდინა რეაგირება და ძიება დაეწყო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა მსვლელობა მიეცა აღნიშნულ საქმეს.
„ჩვენ განცხადება შევიტანეთ პროკურატურაში შესაძლო დანაშაულის ნიშნების შესახებ, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით და გვაინტერესებს, რა ხდება, რა ეტაპზეა ძიება, რა საგამოძიებო მოქმედებები იგეგმება, ზოგადად რა რეაგირებაა მოხდენილი განცხადებაზე, რომელიც შეტანილია ამ ფაქტთან დაკავშირებით”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა, თათია სამხარაძის მხრიდან გამოთქმული სექსუალური ძალადობის ბრალდებებისა და შესაბამისი ფარული ჩანაწერების შესაძლო არსებობის თაობაზე, მთავარ პროკურატურას მიმართა და საგამოძიებო ორგანოსგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები