თსუ-ში კანცლერობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. თსუ-ში კანცლერობის კანდიდატზე ახალი კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კანცლერობის წინა კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა, სტუდენტთა ნაწილის პროტესტის გამო, კანდიდატურა მოხსნა. რეგისტრაცია 13 მაისამდე გაგრძელდება.
ამასთან, უკვე დასრულდა აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია.თსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნები 11 მაისს უნდა გაიმართოს. 16 მაისიდან კი, უნივერსიტეტს ახალი აკადემიური საბჭო ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები