მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია დღეს იწყება

მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია 3 მაისიდან დაიწყება. როგორც “კვირას“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ცენტრი სკოლებს პროექტში ჩართვას სთავაზობს, რომლის მიზანი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა.
”მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლისა და სკოლის მიღწევების შესახებ. შეფასების შედეგები იმგვარად იქნება წარმოდგენილი, რომ ის ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ღონისძიებების დასაგეგმად. პროექტში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია და კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ ტესტირებაში მონაწილე სკოლისათვის”, – განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი 16 მაისს დასრულდება. ტესტირება კი კომპიუტერულად 2-დან 9 ივნისამდე ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული – როგორც მეორე ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა. მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის კი -დამატებით გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები