სააღდგომოდ ზუგდიდის მიმართულებით დამატებითი მატარებელი გავა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთა ნაკადის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ, დამატებით, ჩქარ, ელექტრომატარებელს (#880/879) ნიშნავს ზუგდიდის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
„თბილისიდან 29 აპრილსა და 01 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან, 30 აპრილს და 2 მაისს, ორ-ორი რეისი შესრულდება.
მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35 საათზე გავა, ზუგდიდში – 06:36 საათისთვის იქნება, ზუგდიდიდან მატრებელი გამოვა 01:30 საათზე, ხოლო თბილისში 07:05 საათისთვის იქნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები