მარტვილისა და აბაშის 35 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

ხვალ, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების 35 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“27 აპრილს, დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქვესადგურში “მენჯი-220” მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების 35 000 აბონენტს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები