„თი- ბი- სი ბანკი“ მომხმარებლებს აფრთხილებს

”თი-ბი-სი ბანკი“ საკუთარ მომხმარებელს აფრთხილებს. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, ბოლო დროს ფიქსირდება შემთხვევა, როცა მათ კლიენტებს ბანკის სახელით ეგზავნებათ წერილი ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაციით, რომ მათი ინტერნეტბანკის ანგარიში დაბლოკილია და აქტივაციისთვის საჭიროა მითითებულ ლინკზე გადასვლა, რომელიც ინტერნეტბანკის ვებგვერდის ასლს (Phishing) წარმოადგენს.
როგორც ბანკში განმარტავენ, აღნიშნულ წერილებს არ აქვს არანაირი კავშირი ”თი-ბი-სი ბანკთან“ და თაღლითურ ქმედებას წარმოადგენს.
”გთხოვთ, არ გადახვიდეთ მითითებულ მისამართზე და არ შეიყვანოთ თქვენი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი. ასევე, გთხოვთ, ინტერნეტბანკში შესვლისას ყოველთვის გადაამოწმოთ, რომ იმყოფებით უსაფრთხო მისამართზე, რომელიც იწყება https://tbconline.ge. თუ თქვენ უკვე შეხვედით თაღლითურ მისამართზე და უკვე შეიყვანეთ თქვენი მონაცემები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეცვალოთ თქვენი პაროლი ინტერნეტბანკში ან დაგვიკავშირდეთ: + (995 32) 2 27 27 27”, – ნათქვამია ”თი-ბი-სი ბანკის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები