„უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: NDI-ს კვლევები კონკრეტულმა პიროვნებებმა დაუკვეთეს

„უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა, სადაც NDI-ს კვლევები შეაფასა. მისი განცხადებით, კვლევაში დასმული კითხვები არასწორად იყო ფორმულირებული, რადგანაც, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების საკითხი, იქ განხილული არ ყოფილა.
„რეალური კითხვები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, არ დასმულა, მაგალითად, უშიშროების კუთხით, ანუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს მოსახლეობა. ასევე იქ იყო კითხვები, რომლის გამოც, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს კვლევები იყო სუბიექტური, დაკვეთილი კონკრეტული პიროვნებებისგან და არ ასახავს იმ განწყობას, რომელიც საზოგადობას აქვს“,- განაცხადა კობაძემ.
უფრო მეტიც, უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კვლევების 90 პროცენტი რიგ შემთხვევაში შორს არის რეალობისგან. ის მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას, რომ მათ შეწყვიტონ საქართველოში მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსება.
“NDI ხშირ შემთხვევაში ცრუობს. 100 შემთხვევაში 90 პროცენტს ცრუობს. 10 პროცენტი შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ ის გრანტების მეშვეობით არსებობს და თუ 100 პროცენტით იცრუებს, მაშინ შეიძლება არ დააფინანსონ. ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის მეშვეობით, საქართველოში ხდება ჩვენი ქვეყნის პულსის გაზომვა და ეს რეალური პულსი არ არის. მინდა ვთხოვო აშშ-ს, რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციების დაფინანსება არ მოხდეს. მინდა ვთხოვო, რომ შეცვალოს მენეჯმენტი, ჩვენს გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი მოსყიდულები არიან. კეთილი ინებონ და დადონ ის კვლევები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში რეალობას ასახავს,- განაცხადა კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები