ირაკლი ხმალაძე: კომპანიამ უნდა შეცვალოს სენაკში გაზის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო შ.პ.ს. “გასკო პლუსის“ მიერ სენაკში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას ეხმაურება.
როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ სივრცეს, რის საფუძველზეც ეს კომპანია ოპერირებს ამ ქალაქში.
„სენაკში ტარიფების გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა და კომპანიამ უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, არ უნდა მოხდეს მოსახლოებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაძვირება. იმ შემთხვევაში თუ შ.პ.ს „გასკო პლუსი“ ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, ამას მოყვება ჩვენგან ადეკვატური რეაგირება. შ.პ.ს „გაზკო პლუსის“ 2013წელს აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები ენერგეტიკის სამინისტროსთან ბუნებრივი გაზის ტარიფის შემცირებაზე. ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდის შემთხვევაში, კომპანიას დაერიცხება ხელშეკრულებებებით გათვალისწინებული ფინანასური სანქციები”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს სენაკში აქცია გაიმართა. ადგილობრივების ინფორმაციით, ტარიფი მოულოდნელად 12 თეთრით გიაზარდა, რის შესახებაც 2 დღის წინ ქვითრებიდან შეიტყვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები