გიგლა აგულაშვილი ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის შემდეგ, მოსახლეობასთან შეხვედრებს იმერეთის რეგიონში განაგრძობს.
მინისტრი მხარის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება იყო. შეხვერდა ინტერაქტიულ რეჟიმში 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად გამართავს.