მზის სისტემასთან ახლოს ვენერის მაგვარი პლანეტა აღმოაჩინეს

ასტროფიზიკოსების ჯგუფმა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მუშაობს, ახალი პლანეტა GJ 1132b აღმოაჩინა. ეს პლანეტა მცირე ზომის ვარსკვლავის ორბიტაზე მდებარეობს და ის დედამიწიდან 39 შუქის წელწადით არის დაშორებული. ის აქამდე ცნობილი ეკზოპლანეტებიდან დედამიწასთან ყველაზე ახლოა.
ახალი პლანეტა იმდენად ახლოს არის დედამიწასთან, რომ მეცნიერები უახლოეს მომავალში მის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღებას შეეცდებიან, კერძოდ ატმოსფეროს, ამინდის სტრუქტურის და მისი მზის ამოსვლის და ჩასვლის ფერების შესახებაც კი.
ამერიკელმა ასტრონომებმა ეს პლანეტა MEarth-South-ის ობსერვატორიის ტელესკოპების მეშვებით აღმოჩინეს. რვა 40-მილიმეტრიანი ავტომატური ტელესკოპი ჩილეს მთებში მდებარეობს და ის ე.წ. “წითელ ჯუჯებზე“ დაკვირვებას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები