ზურაბ პატარაძე „მარეთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან ერთად, შუახევში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს, „მარეთობას“ დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ გახსნა და ღონისძიების

„სტუმრებს სახალხო ზეიმში მონაწილეობისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ზურაბ პატარაძემ ადგილობრივ მოსახლეობას „მარეთობა“ და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა სახალხო დღესასწაულების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თაობებს შორის უწყვეტი კავშირის შენარჩუნება, ასევე, მთის განვითარება, ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„მარეთის ხეობიდან მთელ რეგიონს, აჭარას, საქართველოს მინდა მივულოცო გიორგობა და სახალხო დღესასწაული – „მარეთობა“. როგორც ვხედავთ, არის დიდი ხალხმრავლობა – უხუცესები და ახალგაზრდები ერთად აგრძელებენ იმ დიდ ტრადიციას, რასაც საფუძველი დაახლოებით 20 წლის წინ ჩაეყარა.

დღეს ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია სახალხო დღესასწაულების აღნიშვნა, ხალხის ერთობა, წარსულსა და მომავალს შორის უწყვეტი კავშირი და რა თქმა უნდა, ჩვენი მთის განვითარება. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ერთად ვიზეიმოთ და მოგილოცოთ ეს დღესასწაული“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა „საპატიო მარეთელების“ და წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება, აგრეთვე, კულტურული და სპორტული აქტივობები, მათ შორის, ადგილობრივი კულტურის და მარეთის ხეობის ისტორიის ამსახველი ფოტოების გამოფენა.

დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები